700 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, ცივსისხლიანი დამპყრობელი ჩინგის-ყაენი გარდაიცვალა. ლეგენდის თანახმად, მონღოლეთის იმპერიის ყაენს აკლდამაში უძვირფასესი საგანძური ჩააყოლეს. გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ხალხი ცდილობს აკლდამაში შეღწევას, თუმცა იქიდან ცოცხალი ჯერ არავინ დაბრუნებულა!
თქვენ მოგიწევთ უდიდესი მხედართმთავრის აკლდამაში შესვლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაბრკოლება გახდებით მათთვის, ვინც ჯერ კიდევ განძს დაეძებს. ისინი დღემდე ცდილობენ დაწყევლილ განძს დაეუფლონ და მათი შეჩერება ძალიან რთული იქნება! ფრთხილად იყავით, თვალი ადევნეთ ყველას. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სიხარბემ და ძველმა წყევლამ ადამიანები შეიძლება ცივსისხლიან მკვლელებად გადააქციოს!
გაითვალისწინეთ, 60 წუთში აკლდამაში ჟანგბადი დამთავრდება და მისი კარი სამუდამოდ ჩაიკეტება! აუცილებლად უნდა გაუმკლავდეთ ყველა თავსატეხს და აკლდამას თავი რაც შეიძლება მალე უნდა დააღწიოთ! დრო ცოტაა-ნუ დაკარგავთ ფუჭად! წინ!